logo
ENG



"ვერაფერს ვხედავ" - ზურაბიშვილი კითხვაზე, ხედავს თუ არა პოლიტიკაში ივანიშვილის გავლენებს

02 ივნ 202221:49
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/02/9irwusarsflfo13.png

"მე ვერაფერს ვერ ვხედავ, მართალი გითხრათ", - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილი პალიტრანიუსის წამყვანის კითხვას - თქვენ თუ ხედავთ ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის გავლენებს და თუ ხედავთ მის გავლენას უშუალოდ ქართული ოცნების ნაბიჯებში, ქმედებებსა და გადაწყვეტილებებში.

"მე ვერაფერს ვერ ვხედავ, მართალი გითხრათ, იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილი არ მინახავს წელიწადნახევარია, აზრზე არ ვარ, ვისთან არის კონტაქტში ან არ არის კონტაქტში და რა შეიძლება იყოს მისი გავლენა ან არგავლენა", - თქვა ზურაბიშვილმა.


close დახურვა